26 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
დავიცავ ყველა ინვესტიციას, რომელიც ქვეყანაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირდება - ლევან კალანდაძე

„მე დავიცავ არა მხოლოდ ამ ინვესტიციას, არამედ ყველა ინვესტიციას, რომელიც ქვეყანაში გარკვეული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება,“ - ეს განცხადება ეკონომისტმა, ლევან კალანდაძემ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მიწების ერთ ლარად გადაცემასთან დაკავშირებით გააკეთა.

ეკონომისტის თქმით, პუშკინის სკვერი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთიანი პროექტის შემადგენელი ნაწილი.

ეკონომისტმა პანორამას პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი საქმდება.

ლევან კალანდაძის ინფორმაციით, მშენებლობის აქტიურ ფაზაში 18 ათასი ადამიანი იქნება დასაქმებული, კომპლექსის ამოქმედების შემდეგ 2500-3000 მდე ადამიანი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები