16 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
„სამართლიანი არჩევნები“ თვითმმართველობის არჩევნების სიმულაციას გეგმავს

არასამთვრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ თვითმმართველობის არჩევნების სიმულაციას გეგმავს. აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს და დამკვირვებლების მომზადებასა და შიდა სისტემის შემოწმებას ისახავს მიზნად.

მიხეილ ბენიძის თქმით, სიმულაციის მიმდინარეობისას, ორგანიზაციის ყველა დამკვირვებელი ვალდებულია, მათთვის წინასწარ მიწოდებული სცენარის თანახმად, კონკრეტული დარღვევების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება ცენტრალურ ოფისში გააგზავნოს.

"სამართლიან არჩევნებს" კენჭისყრაზე საქართველოს მასშტაბით 1200 დამკვირვებელი ეყოლება.

 

დღის ამბები