25 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
ტერაქტების მოწყობის ბრალდებით გასამართლებული 12 პირის საქმეს პროკურატურა ხელახლა იძიებს

საქართველოს პროკურატურა ოფიციალურად ადასტურებს, რომ ტერორიზმისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 12 პირის საქმეებზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტის შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.

ეს ადამიანები ამერიკის საელჩოსთან, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან, მუხიანში აფეთქებების გამო და საქართველოს რკინიგზის ობიექტებზე ტერორისტული აქტების ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს.

„მე ვადასტურებ იმას, რომ შემოსულია დეპარტამენტში საჩივრები, რომელთა საფუძველზეც დაიწყო ხელახალი გამოძიებები, მიმდინარეობს გამოძიება... არ ხდება გადახედვა. გადახედვა მოხდება მას შემდეგ თუ გამოძიებით დადგინდება, რომ ის განაჩენი, რომელიც თავის დროზე არის დამდგარი, ეყრდნობოდა არადამაჯერებელ ან არასწორ მტკიცებულებებს,“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ოპოზიცია პროკურატურის მხრიდან საქმეებზე ხელახალი გამოძიების წარმოებას აკრიტიკებს და ისინი ამ პროცესის შეჩერებას ითხოვენ. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები