19 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
„საქართველო - ღვინის სამშობლო" - საფრანგეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლო" ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა.

ღონისძიებებს 100-მდე სტუმარი, ღვინის მოყვარული და პროფესიონალი დაესწრო.

დეგუსტაციაზე ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებზე მსჯელობდნენ.

დღის ამბები