24 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეიდან გეოლოგები უნდა ჩაერთონ

გეოლოგები უნდა ჩაერთონ დღეიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აჭარაში. უამინდობისგან ჩაკეტილი გზების გასახსნელად რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში მუშობდნენ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.

ორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად სერიოზული ზიანი მიადგა აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს. მეწყერი რამდენიმე ადგილას ჩამოწვა.

გარდა ამისა, სტიქიამ ხანძარიც გამოიწვია, რის გამოც საჭირო გახდა ერთი ოჯახის ევაკუაცია. ზღვაზე კვლავ ძლიერი შტორმია. ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

დღის ამბები