19 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მანამდე კი, დილის 11:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი განახლდება.

აფხაზეთიდან თბილისში სულ 25 პირი გადმოასვენეს, მათ შორის არის სოხუმის ყოფილი მერი, გურამ გაბესკირია და უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია.

„24 წლიანი ტკივილის მართლაც ძალიან დიდი ემოციური ჭრილობა ნელ-ნელა შეხორცდება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გმირები, მათ შორის მამაჩემი დაუბრუნდნენ თბილისს, დაბრუნდა საკუთარ ოჯახთან,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

აფხაზეთის ომის გმირები პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს, სახელმწიფო ჯილდოებზე უკვე წარუდგინა.

 

დღის ამბები