24 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის ინფორმაციას საპატრიარქო ეხმიანება

პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციულ ქმედებებზე "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება.

"საპატრიარქოსთან არსებული "მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისია” სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთა შესახებ მხოლოდ სარეკომენდაციო მასალებს ამზადებს და მას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან შეხება არ აქვს. მაგრამ სიუჟეტის ავტორებმა სიცრუის ტირაჟირება არჩიეს და ტელემაყურებლისთვის იოსებ ოხანაშვილის ცილისწამებების და თავისი ინტერპრეტაციების თავსმოხვევა სცადეს," - ამტკიცებენ საპატრიარქოში.

განცხდებაში უარყოფილია მეორე ბრალდებაც - შორენა თეთრუაშვილის მიერ უფლება-მოვალეობების გადაჭარბებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ჩანაწერში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში საუბრობს იმაზე, რომ კონკრეტული პირები საპატრიარქოში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მონაწილეობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩვენებები 2 თვის წინ არის მიცემული, არცერთი საქმით სამართალდამცავი სტრუქტურები ამ დრომდე არ დაინტერესებულან.

დღის ამბები