24 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
"ჩვენ სამხრეთ ოსეთს სუვერენიტეტის დაცვაში დავეხმარებით" - სერგეი ლავროვი

„რუსეთი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. სერგეი ლავროვი სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტობის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა. 

ერთ-ერთი მონაწილის მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის რუსეთის სახელმწიფოს ფარგლებში გაერთიანების შესაძლებლობას ეხებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

"ახლა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღიარებული. რუსი მშვიდობისმყოფელები და რუსული არმია დაეხმარნენ მას, რომ არ დაეშვათ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, სააკაშვილს ძალისმიერი მეთოდით გადაეჭრა ე.წ. "ტერიტორიული პრობლემა", ეუთოს გადაწყვეტილებისა და იქ მყოფი რუსი და ოსი მშვიდობისმყოფელების მიუხედავად. ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ქართველებიც, რომლებიც ამ აგრესიული აქტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიყვანეს. ჩვენ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს ყოველმხრივ პატივს ვცემთ და დავეხმარებით მის დაცვაში ჩვენი მჭიდრო სამეკავშირეო ურთიერთობის მეშვეობით," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დღის ამბები