21 ნოემბერი 2017,   00:55
ვრცლად
ცემა, თავში წამორტყმა, ყურის აწევა - სახალხო დამცველის სკოლებში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაზე

„როგორც მოსწავლე, ასევე მასწავლებელი ძალადობად არ აღიქვამს ძალადობის ცალკეულ სახეებს, როგორიც არის, მაგალითად, ცემა, თავში წამორტყმა, ყურის აწევა,“ - ეს განცხადება სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, საგანმანათლებლო უწყებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგების შეფასებისას გააკეთა.

სახალხო დამცველის აპარატმა საგანმანათლებლო უწყებაში არსებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.

UNICEF-თან ერთად ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ვითარება საგანგაშოა. კვლევის თანახმად, ქვეყანაში  მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

სახალხო დამცველის აპარატი ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს.

„მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით. ბულინგი კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და რაც ყველაზე სამწუხაროა, ძალიან ბევრ პირს, ომელიც სკოლაში მუშაობს, არ აქვს წარმოდგენა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მისი პრევენციის და რეაგირების მექანიზმებზე,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები