21 ნოემბერი 2017,   00:56
ვრცლად
ბაღების დირექტორების სკანდალი და ყურანზე დაფიცების ფაქტები - TI-მ ანგარიში გამოაქვეყნა

მმართველი პარტიის სასარგებლოდ საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომელიც საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ანგარიშში მოხვდა.

ანგარიშში თბილისის საჯარო ბაღების დირექტორების სკანდალიც მოხვდა, როდესაც დირექტორებს ბაღების სააგენტოსთვის მმართველი პარტიის მხარდამჭერების სიის წარდგენა ევალებოდათ. ფაქტზე გამჭირვალობა-საქართველომ პროკურატურის გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფაქტად დმანისში ყურანზე დაფიცების ფაქტები შეფასდა, როდესაც სოფელ ირგანჩაიში ადგილობრივებს წმინდა წიგნზე აფიცებდნენ, რომ ხმას ქართულ ოცნებას მისცემდნენ.

TI საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების სახიფათო ტენდენციაზეც მიუთითებს.

არასამთავრობოებმა NDI-ის დამკვირვებლებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტები გააცნეს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო პოლიტიკური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

ოპოზიცია კი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბის საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები