21 ნოემბერი 2017,   01:03
ვრცლად
სოხუმის დაცემის დროს დახვრეტილი მამია ალასანია, გურამ გაბესკირია და კიდევ 23 გმირი დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირები დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, გადაიხადა.

სამოქალაქო პანაშვიდზე სამების ტაძარში დილიდან მივიდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ჩამოსვენებულ 25 გმირს შორის სოხუმის პირველი მერი, გურამ გაბესკირია და უშიშროების პოლკოვნიკი, მამია ალასანია, იყვნენ, რომლებიც სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. 

1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილთა საფლავები ამ დრომდე უცნობი იყო. გადმოსვენება წითელი ჯვრის შუამდგომლობით აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა.

2010 წლიდან დღემდე აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტია მოძიებული, მათგან 126 ამოცნობილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები