21 ნოემბერი 2017,   00:54
ვრცლად
კიევში, რადასთან კარვებია გაშლილი - უკრაინაში საპროტესტო აქციების ტალღა დაიწყო

უკრაინაში საპროტესტო აქციების ტალღა დაიწყო. კიევში, რადასთან კარვებია გაშლილი. მიხეილ სააკაშვილის ახალ ძალთა მოძრაობისა და მისი პარტნიორი ოპოზიციური პარტიებიას აქცია, გაძლიერებული დაცვის ფონზე, დილის 10 საათზე დაიწყო.

აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა მოედანზე კარვების შეტანა სცადეს, ამის საშუალება მათ პოლიციელებმა არ მისცეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა.

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ბოლო მონაცემით, შეტაკების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა - სამი დემონსტრანტი და ერთი სპეცრაზმელი.

მიხეილ სააკაშვილის ახალ ძალთა მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას სამ მთავარ მოთხოვნას უყენებენ - გაუქმდეს სადეპუტატო იმუნიტეტი, შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო და შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. თუმცა, დღეს უკვე პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოწოდებებიც გაისმა.

უკრაინის წინსვლისთვის პოსტის დატოვება პეტრო პოროშენკოს ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილმაც ურჩია. 

დემონსტრანტებმა ელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მოსაფიქრებლად ერთსაათიანი ვადა მისცეს. მოლაპარაკებები რადას თავმჯდომარესთან გაიმართა. თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ორგანიზატორებმა და ოპოზიციის მხარდამჭერებმა რადას წინ აქციის გაგრძელება გადაწყვიტეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები