21 ნოემბერი 2017,   01:07
ვრცლად
სამთვიანი მოლაპარაკება დასრულებულია - ისლანდიელი მსოფლიო ვარსკვლავი ბიორკი თბილისში იმღერებს

ბიორკი თბილისში იმღერებს - სამთვიანი მოლაპარაკება დასრულებულია. ისლანდიელი მსოფლიო ვარსკვლავი საქართველოს დედაქალაქში 2 კონცერტს გამართავს. 

საქართველოს პირველად ბიორკი სოუ ფესტივალის ფარგლებში ესტუმრება და ის ორ კონცერტს გამართავს.

მრავალი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოს მფლობელი თბილისში მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრის სიმებიანი ინსტრუმენტების თანხლებით წარსდგება.

კონცერტის დაგეგმვის დღიდან განსაკუთრებით ემზადება ორკესტრის ხელმძღვანელი. ნიკოლოზ რაჭველი ბიორკთან შეხვედრას უკვე 17 წელია ელოდება.

მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსთან მოლაპარაკება, დაახლოებით, 3 თვე მიმდინარეობდა. საკონცერტო სივრცეები თვითონვე შეარჩია, სწორედ ამიტომ ბიორკის ცოცხლად მოსმენა 3000-მდე ადამიანს შეეძლება.

ბიორკის პირველი კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ოპერისა და ბალეტის თეატრში მსმენელის წინაშე 3 ნოემბერს წარსდგება.

დღის ამბები