25 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
მოუწესრიგებელი ტრანსპორტი, უმუშევრობა - თბილისის მარცხენა სანაპიროს მცხოვრებლები პრობლემებზე საუბრობენ

„ყველა თავიანთი სკამების, თავიანთი ჯიბეებისთვის მოდის,“ - აცხადებს ერთ-ერთი თბილისელი. ადგილობრივები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ.

მათი თქმით, სურსათზე ფასებმა მოიმატა და სოციალური დახმარებით ყოველდღიურ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან.

თბილისის მარცხენა სანაპიროს მცხოვრებლები მოუწესრიგებელ საცხოვრებელ პირობებს უჩივიან და აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი გამგეობა მათ პრობლემებს არ აგვარებს.

ფონიჭალელები ტრანსპორტის პრობლემას უჩივიან და აღნიშნავენ, რომ ტრანსპორტს ზოგჯერ 2 საათის განმავლობაში ელოდებიან.

„გაძვირდა 100%-ით პროდუქტი, წამალი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა,“ - ჩივის ერთ-ერთი ადგილობრივი.

მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით კი აღნიშნავენ, რომ დაპირებების არ სჯერათ.

„ნაკლები ჭამონ, პრემიები და დანამატები რომ აქვთ ძალიან ბევრი,“ - ამბობს ერთ-ერთი თბილისელი.

დღის ამბები