21 ნოემბერი 2017,   01:11
ვრცლად
თბილისი იქცა ბეტონის ქალაქად - თბილისში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქაოსურ მშენებლობას ასახელებენ

ეკოლოგიური პრობლემები, განადგურებული გამწვანება და ქაოსური მშენებლობები - ეს ის პრობლემებია, რომელსაც დედაქალაქში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებულ რაიონებში უჩივიან.

მოსახლეობა ამბობს, რომ დაბინძურებულია ჰაერი, რის გამოც სუნთქვა ჭირს. ამას ემატება მასიური შენობების მშენებლობები, რომელსაც ქაოსური სახე აქვს და გარდა იმისა, რომ ზიანდება და იჩეხება მწვანე ნარგავები, თბილისის იერსახეს ამახინჯებს.

„თბილისი იქცა ბეტონის ქალაქად,“ - ამბობენ თბილისში.

მოსახლეობა ასევე გამუდმებულ საცობებს უჩივის, გამოყოფილი გამონაბოლქვი კი გარემოს აბინძურებს.

დედაქალაქში პარკირების პრობლემებზეც საუბრობენ. აწუხებთ უმუშევრობა და სამუშაო ადგილების სიმცირე. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ბევრი დაპირება მიიღეს, თუმცა, შესრულებული ვერაფერი ნახეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები