21 ნოემბერი 2017,   01:04
ვრცლად
ხალხი ნაგვის ურნებში პურს ეძებს, ივანიშვილი კი მილიონებს ხეების გადანერგვაში ხარჯავს - თბილისელები პრობლემებზე

ჩუღურეთში, დიდუბეში, ნაძალადევში, თემქაზე, მუხიანსა და გლდანში სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ.

„გადასახადები დიდია,“ - აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი. ასევე, აღნიშნავენ, რომ პენსია არ არის საკმარისი.

ადგილობრივების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები დასაქმდნენ და შეწყვეტილ სოციალური დახმარების გამო ჩივიან.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ინფლაციის გამო, მათი შემოსავალი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად არ არის საკმარისი.

„დღეს მე რომ პურის ფული არ მაქვს და ამდენი ხალხი ნაგვის ურნებში რომ პურს ეძებს და ეგ კიდევ მილიონებს ხეების გადანერგვაში და გადატანაში რომ ხარჯავს, მერე რა, რომ თავის ფულია,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ლოტკინზე რამდენიმე ჩიხი მოუწესრიგებელია და ტრანსპორტი არ მოძრაობს. ადგილობრივების თქმით, არაერთხელ მოითხოვეს გზის შეკეთება, თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა.

დღის ამბები