18 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
"დრო მოვიდა, კობახიძე მშობლებმა კარგ ფსიქიატრს აჩვენონ"- ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ოპოზიცია არალეგალური გზით იღებს დაფინანსებას, ბრალდების ადრესატებისგან მწვავე შეფასება მოჰყვა. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა ირაკლი კობახიძე გააკრიტიკეს.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი არაადეკვატურობაზე მეტყველებს. შალვა ნათელაშვილის თქმით, მის პარტიას შემომწირველი არ ჰყავს.

„ვფიქრობ, ის დრო მოვიდა, რომ ირაკლი კობახიძე მშობლებმა კარგ, კვალიფიციურ ფსიქიატრს აჩვენონ. ამის განცხადების შემდეგ უკვე მის არაადეკვატურობაზე სერიოზული ეჭვი მაქვს, იქნება დაანებოს დოლარების ოკეანეში ბანაობას თავი და ხალხისა და ქვეყნისკენ გამოიხედოს, რა უბედურება გვჭირს მისი უფროსისა და შეფის დამსახურების გზით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოში“ მმართველი გუნდის მხრიდან ბიზნესის შესაძლო დაშინებასა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.

„ვიცი, რომ გამოქვეყნდა აუდიტის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ერთ-ერთი ფირმა, რომელსაც სულ 700 ათასი ლარი აქვს შემოსავალი, თურმე 200 ათას ლარს სიამოვნებით რიცხავს „ქართული ოცნების“ ბიუჯეტში, საქართველოში ეს თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს ყველაფერი ნებაყოფლობით კეთდება, მე ვერ გეტყვით. აქ არის შიში ან არის კორუფციული გარიგება,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მისი პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი თავად არის. მათი შემოწირულობა, დაახლოებით, 35 ათასი ლარია და ის 50 ათას ლარამდე გაიზრდება.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები