19 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
"ტესტი არის, ეშინიათ თუ არა ხელისუფლების კრიტიკოსებისთვის ბიზნესშეწირვის, ეშინიათ" - გიგა ბოკერია

წინასაარჩევნო შემოწირულობებთან დაკავშირებით განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა. მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან შედარებით, შემოწირულობების თვალსაზრისით დიდი უპირატესობა აქვს, რასაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც ემატება.  

„ყველანი ვხედავთ, რომ იმ უზარმაზარ უპირატესობასთან ერთად, რაც აქვს მმართველ პარტიას ოპოზიციასთან მიმართებაში, შემოწირულობებისა და რესურსის თვალსაზრისით, ამის ზემოთ ხდება ადმინისტრაციული რესურსის უხეშად გამოყენება, განსაკუთრებით ყველაზე უფრო მტკივნეულ ადგილებში - სკოლებსა და ბაღებში. აქ ტესტი არის, ეშინიათ თუ არა ხელისუფლების კრიტიკოსებისთვის ბიზნესშეწირვის, ეშინიათ, ხომ ყველამ ვიცით. მე არ ვიძახი, რომ ეს პრობლემა წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა, მაგრამ ასეთი დისბალანსი არასოდეს ყოფილა. როდესაც ბატონი კობახიძე ამბობს, რომ ვიღაცა რაღაცას მალავს, უნდა ესმოდეს, რომ თუ ვინმე რამეს მალავს, იმიტომ მალავს, რომ ეშინია,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პირველი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო შემოწირულობის სახით 13 მილიონი ლარი მიიღეს, რომლის 11 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიულ ანგარიშზეა.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მეორე ადგილზე, დაახლოებით, მილიონი ლარით „ევროპული საქართველოა“, თითქმის ასი ათასი ლარით „ნაციონალური მოძრაობა“ სიის მესამე ადგილს იკავებს. 

 

დღის ამბები