19 აპრილი 2024,   15:42
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" ეშინია მეორე ტურის, ხელისუფლება ემზადება გაყალბებისთვის" - ალეკო ელისაშვილი

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად ემზადება. როგორც საგანგებო ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მის არა ერთ მოთხოვნაზე ცესკომ უარით უპასუხა.

საუბარია, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მოთხოვნაზე, რომ მომხდარიყო საარჩევნო უბნებზე გაყალბების პრევენცია, მარტივი ტექნიკური პროგრამის გამოყენების გზით.

„ჩვენ ვითხოვდით, რომ ჩვენს დამკვირვებლებს თითოეულ უბანზე მისცემოდათ საშუალება, მარტივი ტექნიკური პროგრამით თითოეულ უბანზე მისული ამომრჩეველი გადაემოწმებინათ. ელექტრონულ სიაში, ტელეფონში, კომპიუტერში, რათა თავიდან აგვეცილებინა ყბადაღებული კარუსელების თემა, შეგვემოწმებინა ერთი და იგივე ადამიანი ხომ არ აძლევს რამდენჯერმე ხმას უბანზე, ან არარეგისტრირებული პირები ხომ არ შემოდიან. ანუ კარუსელი გამოგვერიცხა და ეს არის აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნა,“ - განაცხად ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ცესკოდან მიღებული უარი ნიშნავს, რომ ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს, რადგან მას ეშინია მეორე ტურის და იცის, რომ პირველი ტურით ვერ მოახერხებს ხმათა საჭირო რაოდენობის მიღებას. ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვერც მეორე ტურს მოიგებს.

დღესვე ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მივიდნენ მასთან, გაიარონ გადამზადება და არჩევნების დღეს მივიდნენ დამკვირვებლებად, რათა თავიდან იქნას აცილებული გაყალბების მცდელობები.

მისივე თქმით, 21 ოქტომბერს ყველა ხმა არის გადამწყვეტი. 

დღის ამბები