20 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
პოლიტიკური სიმპათიები თუ საჭიროება - ერთჯერადი დახმარებები "ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის

არჩევნების წინ პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის ერთჯერადი დახმარებების გაცემა მიმდინარეობს. კრწანისის გამგეობის მიერ, სექტემბერში გაცემული ერთჯერადი სოციალური დახმარებები 100-დან 500 ლარამდეა.

ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან წინასაარჩევნოდ ასეულობით ლარი მიიღეს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, უბნების კოორდინატორებმა და გამგეობის თანამშრომლების ოჯახის წევრებმაც კი. მათ შორის, გამგეობის თანამშრომლის ლაშა გვენეტაძის დედამ და კრწანისის მე-16 უბნის კომისიის თავმჯდომარის ანა ძიძიგურის ოჯახის წევრებმა. 

კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფული გამგეობამ ნამდვილად მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ჩაურიცხა, თუმცა განმარტავს, რომ ეს მათი საჭიროების გამო ხდება და არა პოლიტიკური სიმპათიებისთვის.

კრწანისის მუნიციპალიტეტის გარდა, წინასაარჩევნოდ, "ოცნების" მხარდამჭერებმა და კოორდინატორებმა სოლიდური ფინანსური წახალისება ბიუჯეტიდან სამგორის მუნიციპალიტეტისგანაც მიიღეს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების შემდეგ, ოპოზიციურ პარტიაში ახალ სამართალდარღვევებზე მიუთითებენ.

კრწანისის და სამგორის გამგეობასთან ერთად, წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და კოორდინატორებზე სოლიდური შემწეობები "კურიერის" ინფორმაციით, თითქმის ყველა გამგეობიდან დარიგდა.

დღის ამბები