23 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
მუქარა-ზეწოლის ფაქტები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - "სამართლიანი არჩევნების" შუალედურ ანგარიში

წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" დღეს, ბოლო შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. დოკუმენტი 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და აქცენტი გამოვლენილ დარღვევებზე კეთდება.

ანგარიშის თანახმად, ძირითადად მომატებულია მუქარა-ზეწოლის ფაქტები, რის შედეგადაც ორგანიზაციის განმარტებით, ოპოზიციონერი კანდიდატები კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

დოკუმენტში მოხვდა ბაღების სკანდალიც, როდესაც დირექტორები ქართული ოცნების მხარდამჭერთა სიებს ადგენდნენ. კონკრეტულ ფაქტებს სამართლიანი არჩევნები დღეს პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებს.

„ზეწოლა- მუქარის ფაქტები, რომლებიც შესამჩნევად გაზრდილია და ძირითადად მიემართება კანდიდატებს ან კანდიდატების ოჯახის წევრებს და მათი მხრიდან მუქარის სავარაუდო მიზანი არის, რომ კანდიდატურები მოხსნან  სხვადასხვა პარტიის თუ დამოუკიდებელმა კანდიდატებმა და პარტიის წარმომადგენლებმა. ბაღების დირექტორებთან დაკავშირებული ფაქტი არის ანგარიშში მოხვედრილი, არის თუ არ ვცდები კიდევ ერთ მსგავსი ფაქტი სხვა მუნიციპალიტეტში,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები