20 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
ანალიზის ნაკლებობა და ზოგადი ინფორმაცია პარტიების ხედვის შესახებ - "ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია" არჩევნების გაშუქების პრობლემაზე საუბრობს  

თვითმმართველობის არჩევნების გაშუქება და არსებული პრობლემები. მონიტორინგის პირველადი შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

ტელევიზიებთან დაკავშირებით მონაცემებს,  "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" წარადგენს.  რაც შეეხება რადიო სადგურებს, მათ მუშაობას "ინტერნიუს საქართველო" დააკვირდა, არჩევნების თემის ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალებებში გაშუქების ანალიზი კი "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" მოამზადა.

პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მედიაში გაშუქების მთავარ პრობლემად, კვლავ ზოგადი ინფორმაციის გავრცელება რჩება. 

„ჩვენ ვაკვირდებოდით როგორც რეგიონულ არხებს ასევე  ცენტრალურ მაუწყებლებს. საერთო ჯამში პრობლემები კვლავ რჩება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია  საზოგადოება ვერ იღებს მაუწყებლებისგან იმ ინფორმაციას, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. უმეტეს შემთხვევაში მათ მიეწოდებათ ზოგადი ინფორმაცია პარტიების ხედვის შესახებ, თუმცა ნაკლებად ხდება ანალიზი. სწორედ ანალიზის ნაკლებობა შეიძლება ჩავთვალოთ მნიშვნელოვან პრობლემად ამ არჩევნებზე,“-განაცხადა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

დღის ამბები