25 აპრილი 2024,   04:59
ვრცლად
სროლა მერილენდის შტატში - გარდაცვლილია 3 ადამიანი 

3 ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად მერილენდის შტატში.

შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი, ქალაქ ენდერ-ვუდის ბიზნეს ცენტრის შენობაში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებს გაუხსნა.

სროლის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ , რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ მისი დაკავება შეძლო. ის 37 წლის ადგილობრივი მკვიდრი აღმოაჩნდა.

სამართალდამცველები თავდასხმის შესაძლო მოტივზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

დღის ამბები