კატალონიოა დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, თუკი ოფიციალური მადრიდი რეგიონს ავტონომიას შეუჩერებს. ინმფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს. ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს კატალონიის პრეზიდენტის პარტიაც. განცხადება ამის შესახებ კარლეს პუჩდემონის თანაგუნდელებმა გუშინ, საგანგებო ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგიონის ხელისუფლენბა ესპანეთის მომდევნო ნაბიჯებს დაელოდება. ოფიციალური მადრიდის მიერ ევტონომიური რეგიონის მამართ წაყენებული ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება.