25 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
„სახელმწიფო აპირებს დააყაჩაღოს ეს ადამიანები“-„ევროპული საქართველო“ 40-მდე ოჯახისთვის მიწის დარეგისტრირებას ითხოვს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 40-მდე ოჯახს სახელმწიფო მიწების რეგისტრაციაზე უარს ეუბნება. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

საუბარია ლარსი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ არსებულ ნაკვეთებზე, რომელთა გამოყენებას ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გეგმავს.

„ევროპულის საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებით სახელმწიფოს მიწების ხელში ჩაგდება კომპენსაციების გადახდის გარეშე უნდა და სწორედ ამიტომაც არ ურეგისტრირებს ფაქტობრივ მოსარგებლეებს ამ მიწებს.

„სახელმწიფო აპირებს დააყაჩაღოს ეს ადამიანები. კომპესაციის, ერთი თეთრის გადახდის გარეშე დატოვოს ისინი საკუთრების გარეშე,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

ოპოზიცია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, მიწათმონაცვლეობის, ან კომპენსაციის საფუძველზე გაისტუმროს აღნიშნული ოჯახები.

დღის ამბები