24 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
"საარჩევნო ნორმების დარღვევას ადგილი აქვს, თუმცა ეს არ არის სისტემური ხასიათის" - იანოშ ჰერმანი

როგორ შუქდებოდა მედიაში თვითმმართველობის არჩევნების თემა - მონიტორინგის პირველადი შედეგები დღეს სამმა ორგანიზაციამ წარმოადგინა. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ტელე სივრცე, „ინტერნიუს საქართველომ“ რაიდოსადგურები, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ კი, ონლაინ გამოცემები შეისწავლა.

პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. 

მონიტორინგის პირველადი შედეგები შეაფასა დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. იანოშ ჰერმანი წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„წლევანდელი მედიამონიტორინგის პროგრესი შეიმჩნევა და ძალიან კარგია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემები. ვიმედოვნებ, ის ასევე გვაჩვენებს, რა სუსტი მხარეები არსებობს და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მომავალში. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მისი შეფასებებისას ეუთოს დასკვნას ვეყრდნობით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია წესიერ ატმოსფეროში ჩატარდეს. ვისმენთ ინფორმაციას, ყველა მონაწილისა და პოლიტიკური პარტიისგან, მათ შორის დარღვევებზე. საარჩევნო ნორმების დარღვევას ადგილი აქვს, თუმცა ეს არ არის სისტემური ხასიათის. მათი უმეტესობა, ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენებას ეხება. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება ამას ყურადღებას მიაქცევს,“ - აცხადებს იანოშ ჰერმანი.

დღის ამბები