20 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
მას აქვს სუბიექტური, მიკერძოებული მიდგომა - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე საუბრობს

პრეზიდენტს აქვს მიკერძოებული მიდგომა - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციაზე ხელმოწერის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, მხოლოდ ტექნიკური საკითხია.

„ეს არის ტექნიკური საკითხი, თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, ამ შემთხვევაში მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ამით ბუნებრივია, არაფერი იცვლება.

"მას აქვს სუბიექტური, მიკერძოებული მიდგომა. ის თავიდანვე დაუპირისპირდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, მერე საქართველოს პარლამენტს, ზოგადად საკონსტიტუციო რეფორმის იდეას. ის არის მიკერძოებული და სუბიექტური. სამწუხაროდ, ის პრაგმატულად არ უდგება კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახლად დამტკიცებულ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ცვლილებები მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ მუხლებს შეეხება.  

„თვის ბოლომდე მოხდება შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება და ეს კანონპროექტი გაითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებს, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან. არის რამდენიმე ასეთი საკითხი, ეს არის ბონუსი, ეს არის ბლოკები და ორი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მხოლოდ და მხოლოდ ეს საკითხები აისახება კონსტიტუციურ კანონპროექტში,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები