21 ნოემბერი 2017,   01:11
ვრცლად
წინასაარჩევნო გარემო არის კარგი - იან კელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს სამართლიანი.

იან კელის თქმით, ამ ეტაპზე, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომელიც სამართლიანობის პრინციპს ეჭვქვეშ დააყენებდა.

„წინასაარჩევნო გარემო არის კარგი და როგორც ვიცით, ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო თანამშრომლობა და კავშირი საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ეუთოსთან, NDI-სთან და IRI-სთან. ზოგადად, პრემიერმინისტრის და მთავრობის სურვილია, იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით, ეჭვის საფუძველი არ არსებობს,“ - განაცხადა იან კელიმ. 

დღის ამბები