20 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
"როიტერმა" კახა კალაძესა და ზაალ უდუმაშვილზე სიუჟეტი მოამზადა

სააგენტო "როიტერი" საქართველოში მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება. სააგენტომ თბილისის მერობის ორ კანდიდატზე, კახა კალაძესა და ზაალ უდუმაშვილზე, სიუჟეტი მოამზადა. რეპორტაჟში ნათქვამია, რომ საფეხბურთო კლუბ "მილანის" ყოფილმა მცველმა ახალი პოლიტიკური გზა აირჩია და სურს, მმართველი პარტიის სახელით, დედაქალაქის მერი გახდეს.

სიუჟეტში კახა კალაძის მთავარ კონკურენტად დასახელებულია, ცნობილი ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი, რომელიც ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ ამომრჩეველთა ნაწილი ფავორიტად კახი კალაძეს მიიჩნევს, რადგან მას საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა აქვს.

სიუჟეტში გამოთქმულია ვარაუდი, რომ თბილისის მერის არჩევნების ბედი შესაძლოა, მეორე ტურში გადაწყდეს. 



დღის ამბები