25 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. სიმბოლური კაფსულა საძირკველში დღეს პირველმა ვიცე პრემიერმა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ჩააგდეს.

საწარმოში „ჯორჯიან მანგანეზის“ 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება. როგორც აცხადებენ, ჭიათურაში მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს გადაჭრის და მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს. 

“ეს არის ეკოლოგიურად მეგობრული და კონკურენტუნარიანობის ნაწილში აღნიშნული საწარმოსთვის და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის გამაუმჯობესებელი საწარმო. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ ახალ დასაქმებას, ახალ ინვესტიციებს. ხოლო ქვეყანა და საწარმო მიიღებს უფრო კონკურენტუნარიან ფასს ყველა გამომუშავებულ ტონაზე,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  

დღის ამბები