25 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
დამფრთხალი და შეშინებულია ცენტრალური გამყალბებელთა კომისია - გიორგი გუგავა

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სპეციალური განცხადება გააკეთა. გუგავამ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართა და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მათ შენობის შემოღობვა ვერ დაიცავთ.

„იმდენად დამფრთხალი და შეშინებულია ცენტრალური გამყალბებელთა კომისია, რომ გადაწყვიტეს შენობის ბორდერიზაცია და ლამის, მავთულხლართებით შემოღობვა. ბუნებრივია, აღშფოთებულ ხალხს ეს ვერ შეაჩერებს და თუ გაბედეს და ღმერთი გაუწყრათ, გადაწყვიტეს არჩევნების ტოტალური გაყალბება, მათ მოუწევთ, აუცილებლად, გამობრძანება ამ კაბინეტიდან და სხვა შემოღობილში ყოფნა, ოღონდ ეს სხვა უბანშია და ჰქვია გლდანის იზოლატორი,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

დღის ამბები