21 ნოემბერი 2017,   01:01
ვრცლად
კახა კუკავამ ინგლისურენოვანი სარეკლამო აბრა ქართული წარწერით გადაღება

”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ინგლისურენოვანი სარეკლამო აბრა ქართული წარწერით გადაღება. კახა კუკავას განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი სახის რეკლამა უნდა შეესაბამებოდეს ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მეოთხე მუხლს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც შეტყობინების ოქმი შეადგინეს და შემდგომი რეაგირებისთვის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადაუგზავნიან.

„ჩვენ შევახსენებთ ყველა ინვესტორს, ყველა უცხოურ კომპანიას საქართველოს კანონს რეკლამის შესახებ, რადგან ეს კომპანიები უკეთებენ თავხედურად კანონის ამ მოთხოვნას იგნორირებას. დღეს ჩვენ ერთ-ერთი აბსოლუტურად შემთხვევითი შერჩევით აღებული კომპანიის სარეკლამო ბილბორდი გადავღებეთ და ჩვენ ვაძლევთ მათ ერთთვიან ვადას, რომ ყველამ თავიანთი რეკლამები მოიყვანონ კანონთან შესაბამისობაში,“ - განაცხადა კახა კუკავამ.  

დღის ამბები