24 ნოემბერი 2017,   22:28
ვრცლად
მოსმენების სამსახურის ახალი შენობისთვის შვიდი მილიონი გამოიყო - ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია

საიდუმლო შესყიდვა შვიდ მილიონ ლარად - სუს-ის მოთხოვნით და პრემიერის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრომ მოსმენების სამსახურის ახალი შენობისთვის სწორედ 7 მილიონი გამოყო. ხელშეკრულება, რომელსაც სუს-ი მშენებელ კომპანიასთან გააფორმებს, გასაიდუმლოებული იქნება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს დღეს არ დაუსახელებია კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ოპერატიულ-ტექნიკური ანუ მოსმენების სააგენტოსთვის ახალი შენობის აშენება აუცილებელია.

ოპოზიციაში ილუზიად მიაჩნიათ განმარტება, რომ მოსმენების სამსახურის ახალ შენობაში განთავსება უწყების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

არასამთავრობო სექტორში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოცხადებულ გასაიდუმლოებულ შესყიდვას დაუშვებლად მიიჩნევენ.

სატენდერო შეთავაზებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განმარტება არ გაკეთებულა. რომელი კომპანია მიიღებს სახელმწიფოსაგან 7 მილიონს ახალი შენობის ასაშენებლად, პირველ ნოემბერს გახდება ცნობილი. 

დღის ამბები