24 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
ერთ წელიწადში 66 მილიონი ლარი - ოპოზიციამ „გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმებით მიყენებული ზარალი დათვალა

66 მილიონი ლარი მხოლოდ ერთ წელიწადში - „ენმ“-ში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, კახი კალაძის მიერ „გაზპრომთან“ გაფორმებული შეთანხმებით მიყენებული ზარალი დათვალეს. „ენმ“-ის ინფორმაციით, მოსკოვი თბილისს ყოველ 100 კილომეტრზე 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გატარებაში 3 დოლარს უხდის.

საქართველო ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლამდე „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის წელიწადში 200 მილიონ კუბურ მეტრ აირს იღებდა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 100 მილიონამდე ლარი იყო.  

ახალი ხელშეკრულებით კი, ქვეყანა „გაზპრომისგან“ მხოლოდ 13.3 მილიონ დოლარს მიიღებს.

ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს, პარლამენტის თავმჯდომარე კი, ოპონენტებს აკრიტიკებს. მმართველმა გუნდმა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნაც არ გაითვალისწინა.

ოპოზიციაში ახლო მომავალში გაზის ტარიფის ზრდას არ გამორიცხავენ. ენერგეტიკის სამინისტროში კი, ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებენ. 

დღის ამბები