16 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
ხვალ არჩევნებია - ქვეყანას ეყოლება 64 არჩეული მერი

ხვალ არჩევნებია. 21 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები, ადგილბრივი თვითმმართველობის ორგანოებში საკუთარ წარმომადგენლებს აირჩევენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩვნო ოლქში, დილის 8 საათზე 3634 უბანი გაიხსნება, ასევე 10 სპეც უბანი - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 მილიონ 440 ათას 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი იღებს. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს, 2058 წევრს ირჩევენ. თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას ეყოლება 64 არჩეული მერი.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსით არჩევნებში მონაწილებს - თბილის, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ბათუმი. თბილისში, სულ მერობის 13 კანდიდატია. ამ პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა უნდა შეძლოს.

თუ მერობის ვერცერთი კანდიდატი, ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვებას ვერ შეძლებს, ასეთ შემთხვევაში, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. 

დღის ამბები