24 აპრილი 2024,   23:53
ვრცლად
სროლა ყიზილაჯლოში - "ქართული ოცნების" შტაბთან ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული

ყიზილაჯლოში ღამით მომხდარი თავდასხმის ადგილას "ქართული ოცნების" შტაბთან ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. თუმცა რა ძირითად ვერსიებზე მუშობს გამოძიება, ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება.

„ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა არ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მომხდარი შიდა პარტიულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.

თეიმურაზ აბაზოვის თქმით, უცნობია თავდამსხმელის ვინაობა.

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას. სამედიცინო დაწესებულებიდან 5 დაშავებულიდან ერთი გაწერეს, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ყიზილაჯლოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თავდასხმა სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან გუშინ გვიან ღამით მოხდა. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

სროლა სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან გვიან ღამით იყო. სროლის დროს შენობაში რამდენიმე პირი იმყოფებოდა. დაჭრილები საავადმყოფოში შტაბის წევრებმა ავტომანქანებით გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები