25 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიისთვის - იან კელი ყიზილაჯლოს ინციდენტზე

მარნეულში მომხდარი ინციდენტი მთავარი სასაუბრო თემა იყო NDI-ის სადამკვირებლო მისიასა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე. დეტალების გასარკვევად ადგილზე ჩავიდნენ "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ დამკვირვებლები. ორგანიზაციაც და ამერიკის ელჩი ხელისუფლებას საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

"წუხილს გამოვთქვამთ თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო და ასევე შეშფოთებული ვართ, რომ ხალხი დაიჭრა. რამდენიმეს მძიმე დაზანებები აქვს მიყენებული. ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, ამ საშინელი ძალადობის ჩამდენთა ვინაობის დასადგენად. მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიისთვის, მითუმეტეს არჩევნების წინა დღეს. გვაშფოთებს ისიც, რომ შესაძლოა ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ხალხის სურვილზე, მივიდეს უბანზე ხმის მისაცემად," - განაცხადა იან კელიმ. 

თავდასხმა სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გვიან ღამით გაუხსნეს. დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. 

დღის ამბები