19 აპრილი 2024,   21:28
ვრცლად
მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა. კალაძემ 21 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების საარსებო გარემოს, ყოველდღიური ყოფის გაუმჯობესებისთვის.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა და მათ აქტიურობისა და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მინდა ვთხოვო ყველა ჩემს მხარდამჭერს, ყველა ჩემს თანამებრძოლს, მეგობრებო, ჩვენი ერთად დგომა, არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა უნდა გავერთიანდეთ, მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია. მხარი დავუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს, მხარი დავუჭიროთ ძლიერ რეგიონებს და ძლიერ საქართველოს. მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის სწორ, გეგმაზომიერ განვითარებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები