24 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
ლიდერთა საბჭო დიპლომატებს წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაციას მიწავდის

წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაციას დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის დღეს ლიდერთა საბჭო. მათი განცხადებით, ძირითადი აქცენტები გაკეთდება იმ დარღვევებზე, რაც უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და იმ საკითხებს, რის გამოც მათი აზრით, წინასაარჩევნო გარემო არ არის თანასწორი. 

“არის მედია გარემო მონოპოლიზირებული ძირითადად ერთი პოლიტიკური ძალის მიერ. მკვეთრად უპირატესობა აქვს ხელისუფლებას ამ თვალსაზრისით. კიდევ უფრო დიდი უპირატესობა აქვს დაფინანსების თვალსაზრისით, აშკარა არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება,“ - განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.

”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა ამერიკის ელჩმა წინასაარჩევნო გარემოზე პოზიტიური განცხადება იმის, ფონზე როდესაც ყველა ოპოზიციური ძალა აღიარებს, რომ წინა საარჩევნო გარემო არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს.

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კი, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის თანხების დაყადაღებას მოითხოვს.  

“ჩვენ "ლეიბორისტული პარტია" დღეიდან ვიწყებთ საკითხის დაყენებას და რეალიზაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი მილიარდები, რაც იქცა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურების სათავედ, იქნას გაყინული და დაყადაღებული ევროპა-ამერიკის ბანკებში,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები