20 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან დაჭრილი ორი პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

მარნეულში, ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ, მარნეულის სამედიცინო ცენტრის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ტატიანა შენგელაიას ინფორმაციით, მათ მუცლის ღრუში ცეცხლნასროლი ჭრილობები და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

რაც შეეხება დაჭრილ კიდევ სამ პირს, ექიმის თქმით, ერთი უკვე გაწერეს სამედიცინო დაწესებულებიდან, ორი კი საავადმყოფოს დღის ბოლომდე დატოვებს.

„ორი მათგანის მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილური, მეთვალყურეობის ქვეშ არიან მაგრამ დღეს გაეწერებიან სახლში. რაც შეეხება დანარჩენ ორს, ორივეს ჰქონდა მუცლის ღრუს შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მრავლობითი დაზიანებით მუცლის ღრუში, ძვლების დაზიანებით, ორივეს ჩაუტარდა ოპერაცია, რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას. არის ორივე მართვით სუნთქვაზე და შესაბამისი დაკვირვების ქვეშ,“ - განაცხადა ტატიანა შენგელაიამ.

„კურიერის“ ინფორმაციით, ამ წუთებში „ჯეო ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრში, სამართალდამცველების მხრიდან მტკიცებულებების ამოღება მიმდინარეობს. თუმცა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ორი დაჭრილის გამოკითხვა.

დაჭრილებს შორის ერთ-ერთი “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვია, რომელთან დაკავშირებითაც ექიმები ჯერ-ჯერობით პროგნოზებს ვერ აკეთებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები