20 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
"სწრაფად იქნება გახსნილი ეს შემთხვევა" - ეკა ბესელია მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

მარნეულში მომხდარ ინციდენტში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავენ საკანონდებლო და აღმასრულები ხელისუფლების წარმომადგენლები. მმართველ გუნდში გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარმა არ შეუშალოს ხელი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. 

“გამოძიება მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გაიხსნება ეს საქმე და გვეცოდინება მოტივიც და მონაწილე პირებიც. დაველოდოთ გამოძიებას, ძალიან სწრაფად დაიწყო და მგონია, რომ სწრაფადვე იქნება გახსნილი ეს შემთხვევა. მთავარი არის, რომ ახლა ბუნებრივია, ამ საქმეზე მოხდება შესაბამისი პირების დადგენაც და ყველაფრის გამოკვლევაც, მაგრამ მთავარია, რომ ხელი არ შეუშალოს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შემთხვევა “ქართული ოცნების” შტაბთან გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვიდა საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

დღის ამბები