21 ნოემბერი 2017,   01:01
ვრცლად
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არჩვენების დღეს ცხელ ხაზს აამოქმედებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არჩვენების დღეს ცხელ ხაზს აამოქმედებს. საარჩევნო სიებში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეეძლებათ ცხელ ხაზზე დარეკვა და ინფორმაციის გადამოწმება.

სახელმწფო სერვისებს განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი დილის 8 საათიდან საარჩევნო უბნების დახურვამდე იმუშავებს. 

“თუ მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე საბუთებთან დაკავშირებით შეექმნებათ პრობლემა, მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღებენ კონსულტაციას. როგორც მოგეხსენებათ, სააგენტო ცესკოს აწვდის მონაცემებს, რომლის საფუძველზე შემდგომში ხდება ამომრჩეველთა სიის ფორმირება, ამ მონაცემებში რაიმე უზუსტობის აღმოჩენის ან კითხვის გაჩენის შემთხვევაშიც, მათ შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს ცხელ ხაზს, რომელიც არის 40 10 10," - განმარტა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.  

დღის ამბები