17 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
დიდგორის ლაშქარი „ლეიბორისტული პარტიიდან“ მზად არის ხვალ გამარჯვების მოსაპოვებლად - შალვა ნათელაშვილი

„დიდგორის ლაშქარი „ლეიბორისტული პარტიიდან“ მზად არის ხვალ გამარჯვების მოსაპოვებლად,“ - ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ამომრჩევლებთან შემაჯამებელ შეხვედრაზე გააკეთა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს.

„ხვალ უნდა მივაფურთხოთ ეშმაკს, ხვალ უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი იმ 41 მილიონერ დეპუტატს, რომელიც პარლამენტში ზის და ჩვენს ხარჯზე მილიონებს აკეთებს კიდევ. იმ საკრებულოს 20 დეპუტატს, რომელიც თბილისელების ძარცვით გამდიდრდა. ხვალ უნდა მივუჩინოთ თავისი ადგილი იმ ბანკირებს, რომელთა მოვალე 700 ათასი ჩვენი თანამოძმე და ოჯახის წევრია. ეს უნდა გავაკეთოთ ხვალ, იმიტომ, რომ ზეგ უკვე გვიანი იქნება,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, ოლიგარქი ნაცვლად იმისა, რომ ბოდიშებს იხდიდეს, კვლავ ხეების გადაზიდვით არის დაკავებული.

დღის ამბები