19 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
„ადმინისტრაციული რესურსი სრულად მობილიზებულია არჩევნების გაყალბების პროცესში" - გიორგი ბოტკოველი

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას კახეთში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და არჩევნების გაყალბების მზადებაში ადანაშაულებს. თელავის მერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა მედიასთან ვიდეო მტკიცებულება გაასაჯაროვა.

მისი თქმით, კადრში ჩანს, სოფელ რუისპირის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საჯარო მოხელეების მობილიზება როგორ ხდება, სადაც მისი მტკიცებით, წინასაარჩევნო დავალებები გაიცემოდა.

„ადმინისტრაციული რესურსი სრულად მობილიზებულია არჩევნების გაყალბების პროცესში. ეს არის წინასწარ გაყალბებული არჩევნები, როცა ღამის 8 საათზე სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი, გამგეობის თანამშრომლები და არა ერთი საჯარო მოხელე საუბნო საარჩევნო კომისიაში არიან შეკრებილი,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველს "ქართული ოცნების" თელავის საარჩევნო შტაბში უპასუხეს და ოპოზიციის ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს.

 

დღის ამბები