20 აპრილი 2024,   18:15
ვრცლად
"ყველა ხმას დავიცავთ, არჩევნების გაყალბების უფლებას არავის მივცემთ" - გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მიმართა და ხვალ არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, არავის მისცემენ არჩევნების გაყალბების უფლებას და თითოეულ ხმას დაიცავენ.

„21 ოქტომბერს მნიშვნელოვანი დღეა. ეს არ არის უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქემ კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და პროტესტი განაცხადოს იმ სიდუხჭირეზე, სიღარიბეზე, უიმედობაზე, უძრაობაზე, ჩალის ფასად დაყრილ ნარკოტიკებზე. ყველა ხმას დავიცავთ, არჩევნების გაყალბების უფლებას არავის მივცემთ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები