19 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
ყიზილაჯლოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი პირი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი პირი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მათ შორის ერთ-ერთი “ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვია, რომელთან დაკავშირებითაც ექიმები ჯერჯერობით პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ცოტა ხნის წინ მარნეულის კლინიკაში იმყოფებოდა აზერბაიჯანის ელჩიც.

“ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება დაჭრილების ჯანრთელობის მდგომარეობას, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება“ - განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა.

"ჯეოჰოსპიტალის" მარნეულის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ტატიანა შენგელაის თქმით, დაშავებული 4 პირიდან 2-ს რამდენიმე წუთში გაწერენ დარჩენილი 2-ის მდგომარეობა კი კვლავ მძიმეა.  

“რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, შეიძლება ითქვას, რომ არის მძიმე და სტაბილური და არც ველით დღის განმავლობაში რაიმე ცვლილებას. ამ ორიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ერთის ნაკლებად“ - განაცხადა ტატიანა შენგელაიამ.

დღის ამბები