25 აპრილი 2024,   19:30
ვრცლად
სახლში დამჯდარი ადამიანი გახლავთ ხელისუფლებისთვის ნაჩუქარი ხმა - "ევროპული საქართველო" ამომრჩეველს მიმართავს

„ყველა სახლში დამჯდარი ადამიანი გახლავთ ხელისუფლებისთვის ნაჩუქარი ხმა, ეს არის ხელისუფლებისგან წაღებული და მოპარული ხმა,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე გააკეთა. პარტიის ლიდერმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„აუცილებლად მობრძანდით არჩევნებზე, მობრძანდით არა იმიტომ, რომ რომელიღაც პარტიამ გაიმარჯოს და ვიღაც გახდეს ქალაქის მერი ან გამგებელი. მობრძანდით იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი, თითოეული თქვენი ოჯახი ცხოვრობდეს უკეთესად, რომ ქვეყანა მიდიოდეს წინ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საქართველო ვითარდება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ხვალინდელი დღე თბილისისთვის მნიშვნელოვანია.

„ხვალ არის სწორედ ის დღე, როდესაც თქვენ უნდა აგებინოთ პასუხი „ქართულ ოცნებას“ და ნებისმიერ მომავალ პოლიტიკოსს, რომელიც ჩათვლის, რომ ტყუილით შესაძლებელია ხელისუფლების შენარჩუნება,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები