19 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
"პრობლემაა დაფინანსების თვალსაზრისით პარტიებს შორის უთანაბრობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება"- კახა კოჟორიძე

პრეზიდენტი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მისიას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის.

პრეზიდენტმა NDI-ის სადამკვირვებლო მისიას წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

„ძალიან დიდი პრობლემაა დაფინანსების თვალსაზრისით პარტიებს შორის უთანაბრობა. ასევე პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მათ შორის იმ ფორმით, როდესაც შესაძლებელია ადამიანების იძულებულები ხდებოდნენ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი ხელფასის დაკარგვის შიშით შეასრულონ გარკვეული პარტიული დავალებები. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, ასევე იმის დარღვევა, რაც ასე ზარზეიმით ჩაიწერა კონსტიტუციაში, ვგულისხმობ ღირსების უფლების დარღვევას, ამას სჭირდება გამოძიება, მათ შორის სამწუხარო იმ ფაქტსაც, რასაც გუშინ მარნეულში ჰქონდა ადგილი,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

დღის ამბები