19 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
თუ არ მოხვალთ არჩევნებზე, ეს ნიშნავს, რომ ეგუებით უსამართლობას და უუნარობას - ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა საკუთარ ამომრჩევლებსა და მომხრეებს მიმართა. ნინო ბურჯანაძემ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ ვართ ერთადერთი ეროვნული, თანმიმდევრული ძალა, რომელმაც ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და როგორ მოვაგვაროთ ჩვენი სამშობლოს და თითოეული თქვენგანის პრობლემები. არჩევნებზე თქვენი მოსვლა არის გადამწყვეტი. თუ არ მოხვალთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეგუებით იმ უსამართლობას, უუნარობას, რაც დღეს ქვეყანაში სუფევს, ეგუებით იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად პატარავდება. ეგუებით იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვების ზღვარს მიღმა ცხოვრობს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები