18 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით ციანიდის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი დაიკითხა

საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით, მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა ციანიდის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი ეკა ლომიძე. ადვოკატის თქმით ტექნიკური ხასიათის კითხვებს უპასუხა, თუმცა პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

საქმე ეხება 374-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას. გამოძიებას აინტერესებს როგორ მოხვდა ციანიდის საქმის ჩვენებები სხვადასხვა მედია საშუალებებში გავრცელება. ამ საქმეზე ჩვენება სამა ადვოკატმა მისცა. თუმცა დაცვის მხარე ფიქრობს, რომ პროკურატურამ ამ საკითხზე მხოლოდ იმის გამო დაწყო გამოძიება, რომ ადვოკატებზე ზეწოლა მოახდინოს.

დღის ამბები